четверг, 16 октября 2008 г.

• ნოკია ლიდერია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში


პროექტის სახელი-ნოკია ლიდერია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში

პროექტის მოკლე აღწერა - მობილური ტელეფონების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი მომგებიანი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ბიზნესის ამ სახეობის განვითარებას კი ხელს მნიშვნელოვნად უწყობს ბოლო დროს შექნილი მობილური ტელეფონების მაღაზიათა ქსელები, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად ქართველ მომხმარებელს მომსახურების ახალ კონცეფციას და საინტერესო სერვისებსაც სთავაზობენ.

პროექტის სრული აღწერა- კორპორაციამ Nokia თანამედროვე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ბაზარზე მუშაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. 80-იანი წლების ბოლოს ის GSM სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი იყო, რომელმაც 1987 წელს პირველი მობილური ტელეფონი გამოუშვა. გასული წლის ივნისში კორპორაციაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. Nokia Networks-ის განყოფილება კომპანია Siemens-ის შესაბამის სატელეკომუნიკაციო განყოფილებასთან გაერთიანდა. Nokia Siemens Networks-მა ოფიციალურად მუშაობა მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიწყო. დსთ-ს ბაზარზე Nokia უკვე მრავალი წელია მუშაობს. მისი ცენტრალური ოფისი მოსკოვში მდებარეობს. გარდა ამისა, კორპორაციის საფირმო განყოფილებები და სალონები გახსნილია რუსეთისა და დსთ-ს მსხვილ ქალაქებში და მათი რიცხვი განუწყვეტლად იზრდება. ამ კორპორაციის პროდუქციას საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისი სერვის ცენტრის მეშვეობით, აქ Nokia-ს სერტიფიცირებული პროდუქციის შეძენა და შესაბამისი გარანტიის მიღებაა შესაძლებელი. საქართველოში კორპორაციის ოფიციალური პარტნიორია სავაჭრო სახლი "გოლეთიანი". გარდა ამისა, ის მობილური კავშირის ოპერატორებთან-"ჯეოსელთან" და "მაგთიკომთან" თანამშრომლობს. Nokia-ს დსთ-ს ოფისი საქმიანობას ორი მიმართულებით ახორციელებს. პირველი, ეს არის Nokia Customer and Market Operations - სამომხმარებლო ტექნიკა, მობილური ტელეფონები, აქსესუარები და ა.შ. რაც შეეხება Nokia Networks-სს, ეს სატელეკომუნიკაციო და უმავთულო გადაწყვეტილებებია მობილური ოპერატორების, სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა და მსხვილი კორპორაციებისთვის. გასული წლის აპრილიდან, Nokia-ს სამომხმარებლო მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი-ალესანდრო ფიორენტინო(Alesandro Fiorentino) ჰყავს. ის Nokia-ში 1995 წლიდან მუშაობს.

მონაწილეთა ასაკი-ვადები- VI კლასიდან-XII კლასამდე (13-17 წლამდე)

ვადები-ხანგრძლივობა- ერთი კვირა 13.10.2008-19.10.2008 წწ

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- მასალების მოძიება ინტერნეტიდან, ელ.ვერსიის შექმნა, კვლევა, დისკუსია, ფოტოები.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას-შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული თემის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.


სარგებელი სხვებისთვის-პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ, კავშირგაბმულობაზე, ასევე მჭიდრო კავშირი ექნებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან.

სამუშაო ენა- ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი-პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით), მათემატიკაში, უცხო ენაში, ხელოვნებაში და სხვა


მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
1)14 საჯარო სკოლა
2)16 საჯარო სკოლა
3)12 საჯარო სკოლა
4) 3 საჯარო სკოლა

პროექტის ფასილიტატორის სახელი -რუსუდან ფიფია

პროექტის/ფასილიტატორის/ელ.ფოსტა
ruska002@gmail.com

პროექტის ფორუმი-

პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი

воскресенье, 12 октября 2008 г.

• მობილურები სკოლებში







  • მობილურები სკოლებში მეტად გავრცელებულია, რაც ხელს უშლის მოსწავლეების აქტიურობას გაკვეთილებზე და შემდგომ განვითარებაში.